Saturday, November 22, 2008
ეთერი ქავთარაძე
გამარჯობათ
მე ვარ ეთერი ქავთარაძე წარმოშობით სოხუმიდან. სახელი დედა და მამამ შემირჩია, მაგრამ ზოგჯერ არ მომწონს ჩემი სახელი.
ეთერი - ძველი ებრაულად ნიშნავს "ვარსკვლავი", ან ბერძნულად "ჰაერი", "ეთერი".
ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი".
საქართველოში გარდა სახელისა სიტყვა ეთერი გვხვდება ”დილის ეთერი”, ”ღია ეთერი”, პირდაპირი ეთერი”
ჩემი სახელის პირველი ასოთი იწყება IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსის და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელის სახელი , რომელიც გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.
წმინდანთა სახელების მიხედვით ეთერი სახელი მოხსენებულია, როგორც ეთერიოსი.
ეს ბლოგი შევქმენი გიორგობის წინა ღამეს ...ყველას გფარავდეს წმინდა გიორგი.
ჩემი ოცნებაა: ”საქართველოს გამთლიანება, დაკარგული ტერიტორიების აღდგენა”
Subscribe to:
Posts (Atom)